მედიის ინფორმაციით, დონბასში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს დონბასში გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთ პოზიციაზე ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქცია „ხალხის მსახურის“ პრესმდივანმა იულია პალიიჩუკმა „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა.

„ერთ-ერთ პოზიციაზე სახალხო დეპუტატებსა და უცხური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მათი თავშესაფარში ევაკუაცია განხორციელდა,“- განაცხადა ფრაქციის პრეს-მდივანმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია და სხვა სახალხო დეპუტატები გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში დღეს ჩავიდნენ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება