"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში" აცხადებენ, რომ უკრაინაში, დონეცკსა და ლუგანსკში სამშვიდობოების შეყვანის შესაძლებლობა არსებობს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გენერალური მდივნის, ბელარუსი გენერალ-ლეიტენანტის სტანისლავ ზასის განცხადებით, უკრაინაში დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე "სამშვიდობოების" შეყვანის შესაძლებლობა არსებობს.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გენერალური მდივნის თქმით, ორგანიზაციას შეუძლია „სამშვიდობოების“ გაგზავნა დონბასში, თუ ამაზე საერთაშორისო კონსენსუსი იქნება მიღწეული.

,, ჰიპოთეზურად, შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს, თუ იარსებებს კეთილი ნება უკრაინის მხრიდან - ბოლოს და ბოლოს, ეს მათი (უკრაინის) ტერიტორიაა - თუ იარსებებს მანდატი გაეროს უშიშროების საბჭოსგან და თუ ეს აუცილებელი იქნება და ასეთ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ყველა ჩვენი წევრი “, - თქვა ზასმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია.

„არ მჯერა, რომ ახლა სიტუაცია დაუბრუნდება იმას, რაც იყო, როცა ტანკები ბაზებზე იყვნენ და ჯარისკაცები ყაზარმებში იყვნენ. ეს არ მოხდება. უნდა მოხდეს გააზრება, რომ მაგიდასთან დაჯდომა და რაღაცაზე შეთანხმება საჭიროა. ეს ახალი რეალობაა“, - თქვა ზასმა.

ორგანიზაციის გენერალური მდივანი უარყოფს, რომ CSTO არის რუსული გავლენის ხელშეწყობის საშუალება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, დაძაბულობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სახიფათოდ მაღალი დარჩება მანამ, სანამ არ მიიღწევა შეთანხმება „უსაფრთხოების გარანტიებზე“, რომელსაც მოსკოვი ეძებს დასავლეთისგან და რომელიც სავარაუდოდ აკმაყოფილებს მთელი რეგიონისა და CSTO-ს ინტერესებს.

"დაგვიჯერეთ, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს გავგზავნით. თუ 3000 დაგჭირდებათ - გავაგზავნით, თუ 17000 იქნება საჭირო - გავაგზავნით, თუ მეტი დაგჭირდებათ, იმდენი იქნება, რამდენიც საჭირო იქნება", - აღნიშნა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია ეყრდნობა მისი ექვსი წევრის შეიარაღებულ ძალებს: რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს. რუსეთი, ჯამური აქტიური ძალით 900 000-მდე, ითვლება CSTO-ს უძლიერეს წევრად და ორგანიზაციის გაერთიანებულ სამხედრო შტაბს ასევე რუსი, ანატოლი სიდოროვი ხელმძღვანელობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო