ანონსი  21 თებერვალი

21 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 თებერვალს, 11:00 ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კახეთში სტუმრობის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად პრესასთან შეხვედრას გამართავს.

მის: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, წნორი, კულტურისა და სარეკრეაციო პარკი

საკონტაქტო: ინგა ნიკაგოსიანი - 577 293979; თამრიკო მიქაძე - 599 533031; ქეთი დოლიძე - 577 467117

21 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ანალიტიკოსი რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს. თემა: "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. უკრაინის კრიზისი" მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში" კვლევითი ნაშრომის "მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარებით პერსპექტივაში" გამართავს, რომელსაც იურისტები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ჭოველიძის 2

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

21 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტში ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს" მიერ წარმდგენილი პეტიციის (მწვანე პასპორტების წინააღმდეგ) განხილვა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი, C კორპუსი, III სართული

საკონტაქტო: 599290012

21 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

21 თებერვალს, 12:00 საათზე, სოციალური სასადილოების საკითხზე თბილისის საკრებულოში გაიმართება ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ სხდომა, სადაც ფრაქციის მოთხოვნით მოწვეულია თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსი.

21 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, - 1 სართული)

21 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას გააცნობს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

21 თებერვალს, 13:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ოფისში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლების შესაძლებლობების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მისამართი: ვაკე, შ.რადიანის ქუჩა 16

საკონტაქტო: 599212123

21 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომლის პარალელურადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციას #თავისუფლებამიშას გამართავს.

21 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

21 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, მუსტაფა შენთოფის შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

21 თებერვალს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, მუსტაფა შენთოფთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

21 თებერვალს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, მუსტაფა შენთოფის მიერ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

21 თებერვალს, 15:40 საათზე, პრესისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, მუსტაფა შენთოფის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

21 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

21 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

21 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

მის: თავისუფლების N 2

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს