ლევან დავითაშვილი - „რიყის დოქების“ აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი

რაც შეეხება რიყის „დოქებს“, წინა აუქციონების შედეგად, ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, „რიყის დოქები“ უნდა გახდეს ტურისტული სანახაობა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს საგამოფენო სივრცეები, ღვინის მუზეუმი და ა.შ. მისი თქმით, „რიყის დოქების“ აუქციონის საწყისი ფასი, 10 მილიონი ლარი იქნება.

„მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ბევრისთვის არის ცნობილი, ეს არის რიყის ტერიტორიაზე „დოქები“, ჩვენ სააუქციონო პირობებში შევიტანეთ ცვლილებები, შესაბამისად, მთავრობის განკარგულება დასჭირდა ამას, მთავრობაზე ვიმსჯელეთ, იმიტომ, რომ წინა აუქციონების შედეგად, ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ჩვენ ინვესტორების დაინტერესება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც არსებობს დაინტერესებულ მხარეებთან, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად, ეს ობიექტიც გაცოცხლდება. ჩვენ აქაც გვინდა, რომ მომავალში, მორიგი მომავალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გავაჩინოთ. განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობა, ასევე ღვინის მუზეუმის მოწყობა. ეს არის გეგმა, რომელზეც საზოგადოებაში ხშირად იყო პოლემიკა. დიდი, მსხვილი, მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც იქნებოდა დაინტერესება. ვფიქრობ, რომ „დოქებში“ შეიძლება ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს. ამით მეტ ტურისტს მოვიზიდავთ, რომელიც დაინტერესებულია ხელოვნებით, ტექნოლოგიებით, ღვინის თემატიკით და ა.შ. „დოქების“ აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი და შემდგომში, პირობა არის, რომ მინიმუმ 20 მილიონ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს, შესაბამისად, აუქციონში მონაწილე მხარემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ჩვენ გვინდა, სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში, უნდა განხორციელდეს აუქციონის პირობითი განსაზღვრული ობიექტების რეალიზება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო