თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს სასამართლოსთან ბანერი „თავისუფლება სააკაშვილის“ აქვთ გაშლილი.

სასამართლოს ეზოში, ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესს დაესწრებიან.

7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სხდომას, თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია