მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის

ეს არ არის მარტო ჩემი საკითხი, ეს არის არჩევანის გაკეთების საკითხი ე.წ. სისტემის, თუ როგორ ეპყრობა ის თავის მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის, რაც მის მიმართ ხდება, ინვალიდიზაციისა და მკვლელობის დაგეგმილი პროცესია. სააკაშვილის თქმით, ამას ყველა დასკვნა ადასტურებს.

„ჩემთვის ეს არის არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და შიშით სიკვდილს შორის. მეც მქონდა არჩევანი კომფორტში ცხოვრების, ყველაფერი ეს მივატოვე და აქ ჩამოვედი. ჩვენს ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სოციალურ შემწეობას ითხოვს.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ჩემ მიმართ ხდება, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, ეს არის ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა.

ეს არიან საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში არიან სხვადასხვა მიმართულებით. არც ერთ სხვა ექიმს სხვა დასკვნა არ გაუკეთებია.

მინდა ყველას შევახსენო, რომ როდესაც პენიტენციურმა სისტემამ გადამიყვანა და ჩემ ექიმებს ჩემთან აღარ უშვებდნენ, მოიწვიეს ქალბატონი თამარ აბაშიძე. ეს არის „ვივამედის“ ნევროლოგი. მან ზუსტად ისეთივე დიაგნოზი დაწერა, როგორც სახალხო დამცველსა და „ემპათიას“ უწერია. მან ზუსტად იგივე თქვა, რასაც სახალხო დამცველისა და „ემპათიის" სპეციალისტები ამბობენ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მან განმარტა, რა დაემართება ინვალიდიზაციის შემთხვევაში.

„ინვალიდიზაცია ჩემს შემთხვევაში ნიშნავს მახსოვრობის წართმევას. ინვალიდიზაცია ჩემს შემთხვევაში ნიშნავს გადაადგილების საშუალების შეზღუდვას, ეს ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს. ეს დასკვნა ხელმოწერილია ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს საუკეთესო სპეციალისტების მიერ. ეს იციან უცხოელებმა, რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელობის დონეზე იყო შეთავაზება, რომ წავეყვანე აქედან და ვემკურნალე. მაგალითად, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ამასწინათ ორჯერ იყო გავლით თბილისში და უნდოდა მათ შორის ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი, მაგრამ სასწრაფოდ დაემართა პრემიერ-მინისტრს კოვიდი. ისინი ხედავენ, რა ხდება საქართველოში. საქართველოში ხდება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა პუტინის დავალებით. აი, ეს არის რეალობა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება