მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, სასამართლომ განჩინებით მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადეკვატური მომსახურება გაეწიოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ, სასამართლომ განჩინებით მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადეკვატური მომსახურება გაეწიოს.

როგორც 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, დაცვის მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის მკურნალობის ისტორიას არ აძლევენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თავად სააკაშვილის განცხადებებს ეყრდნობიან.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაში არავითარი გაუმჯობესება არ არის და ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფის კუთხით ცვლილება არ არის. პირიქით - მისი ჯანმრთელობის დახმარების გაწევა, პრაქტიკულად შეწყვეტილია და დაყვანილია ჩივილების მოხსნამდე და არა რეალურად მიზეზის მკურნალობამდე. ამას გარდა, ჩვენ არ ვფლობთ ეფექტიან შესაძლებლობას, გადავამოწმოთ მიმდინარეობს თუ არა ადეკვატური მკურნალობა. მკურნალობის ისტორიას ვერ ვიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ კვირების განმავლობაში, რაც რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ამას ველოდებით. არ სრულდება კანონით დადგენილი ვალდებულება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ალტერნატიული საექსპერტო და სამკურნალო ჯგუფისა და ასევე პირადი ექიმის დაშვების შესახებ. შესაბამისად, არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. შეგვიძლია გითხრათ მხოლოდ პაციენტის ჩივილები და ეს ერთადერთი საფუძველია, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ, პენიტენციური დაწესებულების უკანონო საქციელის გამო. მიმართული გვაქვს წერილობით და არანაირი პასუხი არ არის. თვეზე მეტია, ასევე მიმართული აქვს ცენტრ „ემპათიას“.

ეფექტური კონტროლი და გადამოწმების საშუალება თუ სჭირდება სასამართლოს ან ბრალდებას, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან არ გვაძლევენ ამ ინფორმაციას. ერთადერთი რასაც ვეყრდნობით, ეს არის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადება.

მოვითხოვთ, გაიცეს სასამართლო შემადგენლობის მიმართ განკარგულება და განჩინება, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიმართ კონკრეტული შინაარსით. წინა პროცესზე არც გამოუცია განჩინება, რადგან შეუძლებელია გამოეცა და ჩვენ ეს განჩინება არ გვქონდეს. მოსამართლემ თქვა, გავცემ განჩინებას, რომ უზრუნველყოთ, ეს განჩინება საკმარისი არ არის, რადგან უზრუნველყოფის ვალდებულება ისედაცაა კანონით გაწერილი“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, სხვა მიმდინარე საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ შესაბამის განჩინებას გამოსცემდა, თუმცა მხარეებს ეს განჩინება არ ჩაბარებიათ, გვარამია ფიქრობს, რომ მოსამართლეს დავალება საერთოდ არ გაუცია. „მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი განკარგულება გაცემული იქნა მოსამართლე კოჭლამაზაშვილის მხრიდან, განჩინება არ გამოცემულა, არ ჩაბარებია მხარეებს. ჩვენი ვარაუდით, ის არ ჩაბარებია პენიტენციური სამსახურის დირექტორს. შესაბამისად, დავალება გაცემულიც არ ყოფილა. განჩინების სხდომაზე გამოცხადება, მხარისთვის ცნობების გარეშე დავალებად აღქმული ვერ იქნება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო