მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტისგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს: "კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა". ეს გამოიწვევს თქვენი უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე, განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება. მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მოთხოვნაა, განხორციელდეს მისი ჯანმრთელობის ადეკვატური დაცვა.

"ჩემი მოთხოვნაა განხორციელდეს ჯანმრთელობის ადეკვატური დაცვა, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას“ მიერ. ასევე, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ექსპერტები, რომ შემოუშვან, ზუსტად იგივეს იტყოდნენ. ეს კონკრეტული მოთხოვნაა და არა ის, რომ მორიგი ვიღაც, საცოდავი ექიმი შემომიყვანონ, მერე ქმარი მოუხსნან ან შვილი ინსტიტუტიდან გამოუგდონ ან სხვადასხვანაირი ხრიკები, რაც უკვე კარგად ავითვისე სისტემის მაფიოზურ საქართველოში. ეს არ გამოუვათ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში