მიხეილ სააკაშვილი - ციხის უფროსმა აკრძალა ექთნის და ექიმის შემოსვლა საკანში, 6 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ არსებობს

გორის კლინიკაში, ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელი მოხსნეს და ჩემი მკურნალი ექიმი დააქვეითეს იმისათვის, რომ მეორედ აღარ გამოწერა ფორმა 100, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე, აკრძალულია მასთან ექიმისა და ექთნის შესვლა, ასევე 6 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ იქნება.

მისი თქმით, „ეს არის ახალი ნორმა, რომელიც დააწესა რუსთავის ციხემ“.

ამასთან, სააკაშვილის ინფორმაციით, იგეგმება დაკავებული თანამდებობიდან თამთა დემურიშვილის გათავისუფლება.

„პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ გორის კლინიკაში, ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელი მოხსნეს და ჩემი მკურნალი ექიმი დააქვეითეს, იმისათვის, რომ მეორედ აღარ გამოწერა ფორმა 100. მინდა შეგახსენოთ, რომ ქალბატონი თამარ აბაშიძის მეუღლე, რომელიც ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში, სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა მუშაობდა, თამარ აბაშიძის ობიექტური დასკვნის შემდეგ მოხსნეს დაკავებული თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ექიმმა თქვა სიმართლე. ამ პირობებში ჩემთან არ უშვებენ პირად ექიმს, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ პირადი ექიმი დააფიქსირებს ყოველდღიურ გაუარესებას, რაც სამწუხაროდ, ხდება და დღეს გავიგე რამდენიმე ახალი ამბავი. პირველი - საკანში ორჯერ დავკარგე გონება, რაც იქ გადამიყვანეს. როდესაც საშუალება უნდა იყოს, რომ სამედიცინო პერსონალი შემოვიდეს, 10 დღის წინ ციხის უფროსმა აკრძალა ექთნის და ექიმის შემოსვლა საკანში. ცუდად თუ ხარ, ე.ი. სამედიცინო პერსონალი ვეღარ შემოდის საკანში. ეს არის ახალი ნორმა, რომელიც დაადგინა რუსთავის ციხემ. მეორე, ერთი კვირის წინ გადაწყდა, რომ 6 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ არსებობს. ყველამ იცის, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის გონების დაკარგვის, გულყრის და ყველაფერ ამის, ღამის საათებში, ექიმი იმ საათებში აღარ არის. დღეს გავიგე ახალი ამბავი, თამთა დემურიშვილი, რომელსაც ეყო სითავხედე, რომ ნიკა გვარამიასთან ერთად გადაიღო „სელფი“, მე ბევრი პრეტენზია მქონდა ქალბატონ თამთასთან, მაგრამ უნდა აღვნიშნო, როდესაც გონება დავკარგე, მან და გულიკო ქილიფთარმა მოახდინეს ჩემი რეანიმაცია იმისათვის, რომ არ მოვმკვდარიყავი, ამისათვის დაისაჯა და იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან. ეს ყველაფერი დამთხვევაა? ექიმებს არ უშვებენ, ჰოლანდიელი საუკეთესო ნევროლოგი მზად იყო ჩამოსასვლელად უფასოდ, ამერიკელი ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქო-ნევროლოგი ნიუ-იორკიდან იყო მზად, ჩამოსულიყო და ემკურნალა, არავინ ჩამოუშვეს და ყოველ წუთში კეტავენ სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში