მიხეილ სააკაშვილი - მხოლოდ სულელებს შეუძლიათ დაიჯერონ ბრალდებები, რომელიც მე მაქვს წაყენებული - შეიძლება სააკაშვილი არ მოგწონდეთ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩალით დახურული არ არის

მხოლოდ სულელებს შეუძლიათ დაიჯერონ ის ბრალდებები, რომელიც მე მაქვს წაყენებული, დაწყებული „კოსტუმების საქმიდან“, შეწყალება და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქმე აბსურდულ ჩვენებებს ეყრდნობა.

“საქმეს რაც ეხება, ამ საქმის მთელი ფაბულა არის ნინო ბურჯანაძის ძირითადი ჩვენებები, რომელიც ამბობს, რომ მე მაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამას მე თვითონ ვიზიარებდი. არჩევნები ჩავატარე და ქართველი ხალხის ყველაზე მაღალი ვერდიქტი მივიღე. გენერალი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე და ხელახლა რომ გაგვეკეთებინა, ასე უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ტელევიზორში ასე ამბობს. და ბოლოს, საუბარია იმაზე, რომ მართალია სააკაშვილს არავისთვის განკარგულება არ მიუცია, მაგრამ ვანო მერაბიშვილს ყურში უჩურჩულებდა. მართალია, ვანო მერაბიშვილი ამას უარყოფს, მაგრამ ვიღაც სამხედროები ამბობენ და ეს არის დამამტკიცებელი. ხალხნო, შეიძლება სააკაშვილი არ მოგწონდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყანა ჩალით დახურული არ არის. მე ახლა მიუნხენის კონფერენციას ვუყურებდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი იმიტომ, რომ ჩემს მოწვევას აპირებდნენ, ვამაყობ პრეზიდენტ ზელენსკის იქ გამოსვლით. როცა ამ კონფერენციაზე დავდიოდი, დაახლოებით 14-ჯერ ვარ ნამყოფი, ბოლოს წინაზე დედაჩემთან ერთად ვიყავით, ორივე ვმონაწილეობდით, იქ რიგი დგებოდა ხოლმე ჩემთან წამყვანი დასავლეთის ლიდერების, რომლებთაც შეხვედრა, აზრის გაზიარება უნდოდათ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და ა.შ. ეს ამ საქმეს ეხება იმიტომ, რომ გადაწყვეტილება ასე მიიღებოდა იმიტომ, რომ 7 ნოემბერი იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა