გია ვოსლსკი - დამაზიანებელია პოზიცია, რასაც ექსპლუატაციას უწევენ ჩვენი ოპონენტები - თითქოს დალაპარაკებას, გასაუბრებას, წარმოჩენას ან ხმამაღალ შეყვირებას რაიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს კონტექსტში, რაც დღეს მიმდინარეობს

არა თუ გულუბრყვილო, არამედ დამაზიანებელია პოზიცია, რასაც უწევენ ექსპლუატაციას ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები - თითქოს და დალაპარაკებას, გასაუბრებას, წარმოჩენას ან ხმამაღალ შეყვირებას რაიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს იმ კონტექსტში, რაც დღეს მიმდინარეობს , - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, რატომ არ ჰქონდა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასავლელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დაძაბულობა და დაპირისპირება იმდენად მრავალმხრივია, რომ საქართველოს თემა იმით არ განისაზღვრება, ვინ უფრო პოპულისტურ ნაბიჯს გადადგამს.

მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებთან კონტაქტი არის ყოვედღიური და ინტენსიური.

“მიუნხენის კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს იმის შეხსენება არ სჭირდებათ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს შექმნილი ვითარება - ის, რომ საქართველოზე არ არის საუბარი მუდმივად, იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს თემა დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე არ არის.

აშკარაა დაპირისპირება. საქართველოს პოზიაცია აშკარაა და ამ აშკარა პოზიციიდან გამომდინარე პროცესებში მეტი ჩაღრმავება გვმართებს. ქვეყნდება უამრავი მასალა, თუ რას წარმოადგენს საქართველო მსოფლიოსთვის.

საქართველო არა თუ მივიწყებულია, არამედ ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს აღელვებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აქვე მან დასძინა, რომ “საქართველოს წინ რთული ამოცანა უდგას, რაც მდგომარეობს თავდაცვაში და გადარჩენაში იმ რყევებისგან, რასაც ქვეყანას არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა უქადის“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო