მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, ცენტრის ახალი დირექტორი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით არაერთი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც უწყების საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

„თამთა დემურიშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; იმავე პოზიციაზე 2018 წლიდან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაინიშნა; 2004 წლიდან 2007 წლამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო და ამავე უწყებაში მინისტრის უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

თამთა დემურიშვილი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა”, - აღნიშნავენ უწყებაში.

ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წარუდგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს