მიხეილ სააკაშვილი - სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ, ბოლომდე შევეწირო - ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს

სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ექსპრეზიდენტი განცხადებაში შიმშილობის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამას „აკეთებს შეგნებულად“.

„ჩემი ჰოლანდიელი ექიმი, დომინიკ ვურჰაგენი მწერს: "კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა. ეს გამოიწვევს უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმს, ელეტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილოვან და უჯრედოვან დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება".

ეს იმიტომ დავდე აქ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ არ ვიცი, რაზე მივდივარ. მე ამას ვაკეთებ შეგნებულად, რათა ყველა, ვინც ფიქრობს - "ხალხისთვის მაინც არავინაა", "ყველა მარტო გამორჩენაზეა", "ეს ქვეყანა მაინც ყველას ფეხზე კიდია" და სხვა რუსულ-ჭორვილური მითი დავამსხვრიო და თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად დაგანახოთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო.

დაე, ვინმეს ეს პათეტიკურად და ძველმოდურად ეჩვენებოდეს. თუ ხედავ, რომ ადამიანებს, რომელთაც გინდა დაეხმარო, ჩაუნერგეს, რომ მათთვის მაინც არავინაა, ზოგჯერ ასეთი რამის გაკეთება ხდება აუცილებელი. ცნობისთვის, მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე.

ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს. სპეციალურად დაელოდნენ მისი სიმპტომების გაღრმავებას და ჯერ დაინვალიდებას და შემდეგ პრაქტიკულად მკვდარი დააბრუნეს გორში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო