ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის სეპარატისტული „რესპუბლიკების“ აღიარების შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

ასლან ბჟანია სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება "სამართლიანია, გეოპოლიტიკური რეალობის ადეკვატურ შეფასებაზეა დაფუძნებული და შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს".

„როგორც რუსეთის მოკავშირე, აფხაზეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება ხელს უწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხალხებს ვუსურვებ სიტუაციის სწრაფ ნორმალიზაციას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა ბჟანიამ.

ანატოლი ბიბილოვმა პუტინის გადაწყვეტილებას "მოსალოდნელი და გამართლებული" უწოდა.

„დონბასის აღიარება ნიშნავს უკეთესი მომავლის იმედს მილიონობით ადამიანისთვის. ისევე, როგორც რუსეთისგან აღიარება უკვე 13 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მშვიდობას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიწაზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს