თორნიკე შარაშენიძე - პუტინმა გუშინ ლექცია წაგვიკითხა - თუ რუსეთისთვის პასუხი არ გასცდება სანქციებს, ეს ყველაფერი შერჩება

ეს არ იყო განცხადება, პუტინმა ლექცია წაგვიკითხა - მისთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ამერიკა საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი და შეეცდება ამას ყველანაირი ხერხით მიაღწიოს, მათ შორის, ომითაც, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთის ქმედებებზე დასავლეთის პასუხი უკბილო სანქციებს არ გასცდება, რუსეთი მოგებული დარჩება.

მანვე აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა და კომუნიზმის დაბრუნება, მას უნდა იმპერიის დაბრუნება კომუნიზმის გარეშე.

„მისთვის მთავარი პრობლემა არის უკრაინა, რომელიც არის მოკავშირე დასავლეთის და უნდა უკრაინის, როგორც დასავლეთის მოკავშირის მოსპობა, ეს პირდაპირ იკითხებოდა მის ტექსტში, ამიტომ მხოლოდ აღიარებით შესაძლოა საქმე არ დამთავრდეს. ახლა მინიმუმ მოითხოვს, რომ უკრაინამ დაცალოს ის ტერიტორიები. მას ყველა ვარიანტში უნდა დანარჩენი არაოკუპირებული უკრაინის ნეიტრალიზაცია, რომ იქ არ იყვნენ ამერიკელები. ის, რომ აპირებს ლუგანსკი და დონეცკი მთლიანად დაიკავოს, ეს ფაქტია. მისთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ამერიკა საერთოდ არ იყოს წარმოდგენლი და შეეცდება ამას ყველა ხერხით მიაღწიოს, მათ შორის, ომითაც. თითქმის 20 წელია ვცდილობ რუსეთის პოლიტიკის სწავლას, მაგრამ მაინც მეც ვერ ვხვდები ქმედებების ლოგიკას და ძალიან ბევრი სერიოზული რუსი კოლეგა ვიცი, რომლებიც ასევე დაბნეულები არიან იმით, რასაც პუტინი აკეთებს. ახლა, რეალურად ყველაფერი დამოკიდებულია როგორ უპასუხებენ. თუ ეს პასუხი არ გასცდება სანქციებს, რისიც რუსეთს აშკარად არ ეშინია, ეს ყველაფერი შერჩება, მაგრამ თუ მან მოინდომა, რომ გასცდეს ლუგანსკს და დონეცკს, წავიდეს წინ და დაიწყოს სრულმასშტაბიანი ომი, მაშინ ალბათ, კისერს წაიტეხს, ვნახოთ. თუ გაჩერდა აქ, დაიკავა ლუგანსკი და დონეცკი და უბრალოდ გააგრძელა ზეწოლა უკრაინელებზე და ამას მოჰყვა მხოლოდ და მხოლოდ უკბილო სანქციები, მოგებული დარჩება, მაგრამ თუ ჩაერთო სერიოზულ ომში, წააგებს.

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა და კომუნიზმის დაბრუნება არ უნდა, მას უნდა იმპერიის დაბრუნება კომუნიზმის გარეშე“, - განაცხადა შარაშენიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო