თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების პროცესზე ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების პროცესზე ხმაური იყო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი 300 ლარით დაჯარიმდა, აღნიშნულის მიზეზი მის მიერ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვება გახდა. მოსამართლის განმარტებით, მისთვის პროცესის დატოვების ნება არ მიუცია, რის გამოც, ის დაუმორჩილებლობის გამო დაჯარიმდა.

პროცესის დაწყებისას ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ მას ჟურნალისტმა რატი წვერავამ თვალი ჩაუკრა. აღნიშნულს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაზარალებულმა ჟურნალისტმა 5 ივლისს მომხდარი დეტალების გახსენებისას აღნიშნა, რომ ისინი ძალადობრივ და არაკაცების აქციებს არ აშუქებენ. აღნიშნულს ბრალდებულების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„მიმიშვით ამ არაკაცთან და დამიმატეთ კიდევ 6 წელი",- განაცხადა ბრალდებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა.

„ჟურნალისტებს, რომ ურტყამდი, კაცი იყავი?" - მიმართა წვერავამ ბრალდებულს.

„ასეთ ვიგინდარას რომ შემოარტყამ, მოძალადე მერე მე ვარ, 8 თვეა, ამათ გამო ვზივარ",- განაცხადა ნასყიდაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ როგორც მოწმეს, ასევე ბრალდებულებს შენიშვნა მისცა.

აღნიშნულის შემდეგ, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს "უკიდურესად შეურაცხმყოფელია" და სხდომას ტოვებს.

დარბაზი ბრალდებულების ნაწილმაც დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო