მიხეილ სააკაშვილი - სინამდვილეში პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე - აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? ისევ „აწვებით" პირველ ჩვენებას?

სინამდვილეში პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე, - ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „აღიარების“ ფაქტს.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ აღნიშნული აღიარებით რუსეთმა ოფიციალურად მიიღო ოკუპანტის სტატუსი.

„დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა. რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აღიარებდა. ამით მან მოკლა მისთვის მომგებიანი მინსკის ხელშეკრულება და ოფიციალურად მიიღო ოკუპანტის სტატუსი. აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? ისევ „აწვებით" პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინას და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, აღიარება მაინც მოხდებოდა, ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააცნო.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა