რაულ ჩილაჩავა - რატომ ქვეყანა არ დაიქცევა, პუტინი სხვას ეუბნება, რომ კორუმპირებულია - მან გუშინ გამართა „რეალითი შოუ“ და ლეგალიზაცია მოახდინა მისი ზრახვების

რუსეთმა აღიარა არამარტო ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ აღიარა მთლიანად ორი ოლქი, ის ტერიტორიები, რომლებიც კონტროლირებადია უკრაინის სახელმწიფოს მიერ. თუ რუსეთი მოინდომებს იმ ტერიტორიების შემოერთებასაც, ე.ი. ჩვენ პრაქტიკულად ომის ზღვარზე ვდგავართ - შეუძლებელია, რუსეთმა ის კონტროლირებადი ტერიტორიები გადმოლახოს და უკრაინა ამას დუმილით შეეგებოს, - ასე აფასებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის ყოფილი ელჩი ლატვიაში, რაულ ჩილაჩავა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

როგორც ჩილაჩავა განმარტავს, პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება იყო „ცინიზმი, თავიდან ბოლომდე“. მისი თქმით, პუტინმა გუშინ „ლეგალიზაცია“ გაუკეთა იმ ზრახვებს, რომელიც მას დიდი ხანია აწუხებს“.

„რუსეთმა აღიარა არამარტო ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ აღიარა მთლიანად ორი ოლქი, ის ტერიტორიებიც, რომელიც დღეს კონტროლირებადია უკრაინის მიერ და თუ რუსეთი ახლა მოინდომებს იმ ტერიტორიების შემოერთებასაც, ესე იგი ჩვენ პრაქტიკულად ვდგავართ ომის ზღვარზე. პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ დღეის აქეთ, ნებისმიერ ძალისმიერ მოქმედებაზე პასუხს აგებს უკრაინა. რა ქნას უკრაინამ? ძალიან მძიმე სიტუაციაა. შეუძლებელია, რუსეთმა ის კონტროლირებადი ტერიტორიებიც გადმოლახოს და უკრაინა ამას დუმილით შეეგებოს. პუტინის თავში უკრაინა, როგორც სახელმწიფო არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს უკრაინელი ერი და უკრაინული ენა. უკრაინელები მიხვდნენ, რომ ისინი თავიანთ მიწაზე არიან და მათ ედავებიან სწორედ ამ მიწას. პუტინის განცხადება იყო ცინიზმი თავიდან ბოლომდე. რატომ ქვეყანა არ დაიქცევა, პუტინი სხვას ეუბნება, რომ კორუმპირებული ხარ და თვითონ გარშემორტყმულია მძარცველებით და არამზადებით. პუტინი თანდათან თავხედდება და აკეთებს იმას, რაც მას სურს. გუშინ გამართა „რეალითი შოუ“, დასვა თავისი ვასალები. პუტინმა გუშინ „ლეგალიზაცია“ გაუკეთა იმ ზრახვებს, რომელიც მას დიდი ხანია აწუხებს, მას სურს, აღადგინოს რუსეთის იმპერია, სურს შემოიერთოს მიწები და ამ მიწებში შევდივართ ჩვენც“, - განმარტავს რაულ ჩილაჩავა.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას, ჩილაჩავა აღნიშნავს, რომ ოფიციალურ სივრცეებში საქართველო არავის უხსენებია, თუმცა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის შესახებ ყველამ იცის. მისი თქმით, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან „ჩვენ არ ვართ იმ წონის სახელმწიფო, რომ მსოფლიო ასე შეშფოთდეს ჩვენით“.

„საქართველოს ხსენება მაინცდამაინც არ გამიგია არსად, ოფიციალურ წრეებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან რომ არის მხარდაჭერა, ეს ყველამ იცის, მე ვაკვირდები სოციალურ ქსელებს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ იმ წონის სახელმწიფო, რომ მსოფლიო ასე შეშფოთდეს ჩვენით, თუმცა გვაქვს ჩვენი გეოპოლიტიკური წონა. უკრაინასთან დამოკიდებულება ბევრ რამეს გაარკვევს, ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენი ოპოზიციის პოზიცია, საერთოდ ქართველი ერის განწყობა, ჩვენი ლტოლვა დასავლეთისკენ. ახლა იქნება ძალიან კონკრეტული მაგალითები, უკეთესი მაგალითები არ არსებობს, ვიდრე უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირება. რასაც უკრაინაში მივიღებთ, იგივე სურათი გვექნება ჩვენთანაც“, - აღნიშნა რაულ ჩილაჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო