ბექა დავითულიანი - მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, ერთი მხრივ, მშვიდობის შენარჩუნებას და მეორე მხრივ, იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც აგრესიის მსხვერპლები არიან

მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, ერთი მხრივ, მშვიდობის შენარჩუნებას და მეორე მხრივ, იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც აგრესიის მსხვერპლები არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ლახავს და ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადებით ნათელია, რომ ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას, რომელიც არის გვიანი შუასაუკუნეების პოლიტიკურ აზროვნებაში დარჩენილი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, რომ პირველ რიგში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და მეორე მხრივ, მოხდეს იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც არიან ამ აგრესიის მსხვერპლი. გუშინ, სამწუხაროდ, რუსეთის ამ ქმედებით უკრაინის ეროვნული ინტერესები შეილახა და ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული,"- განაცხადს დავითულიანმა.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ქმედით ნაბიჯებს, მისი თქმით, საქართველოს პოზიციის ფორმირება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის შესაბამისად მოუწევს.

"სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები ამ სიტუაციაში რთული გადასადგმელია, რადგან ძალიან სენსიტიური ვითარებაა. პირველ რიგში ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ რეგიონი დავიცვათ ფართომასშტაბიანი ომისგან და იმედი მაქვს, ეს შესაძლებელია. საქართველომ უნდა იმოქმედოს იმდაგვარად, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და შეჩერებული იქნას რუსეთის აგრესიული ნაბიჯები. ვნახოთ, საერთაშორისო საზოგადოება რა ტაქტიკას შეიმუშავებს. პირველ რიგში პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ საქართველოს ჰქონდეს ერთგვარი ორიენტირი, თუ საით მიდის ცივილიზებული სამყარო. საქართველოს ამის მიხედვით მოუწევს თავისი პოზიციის ფორმირება. ჯერ ეს უნდა მოხდეს, რაც არ მომხდარა,"- განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო