ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში 95%-ით „ომიკრონი“ დომინირებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, კვირაში ორჯერ, ყველა შესული პაციენტიდან ამ საავადმყოფოში ვიღებთ ნიმუშებს, ვიკვლევთ მათ სხვადასხვა შტამებზე და ამ პაციენტებს ვაკვირდებით, - ასე უპასუხა დომინანტურ შტამ, BA.2-ზე დასმულ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, პირველი დაკვირვების შედეგად, ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინირებს 95%-ით, კერძოდ, მისი შტამი BA.2 კი - 75% - მდე.

,,ჩვენ ვატარებთ საინტერესო დაკვირვებას ე.წ. სენტინელური დაკვირვების მეთოდით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. უკვე ორი კვირა გავიდა და გვაქვს პირველი 150 შემთხვევის ანალიზი. კვირაში ორჯერ, ყველა შესული პაციენტიდან ამ საავადმყოფოში ვიღებთ ნიმუშებს, ვიკვლევთ მათ სხვადასხვა შტამებზე და თავისი სპეციფიური „პისიარით“, ასევე სეკვენირებით, ამ პაციენტებს ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს პაციენტების კლინიკური სურათი, ჩართულები არიან მათი ექიმები და ჩვენი მხრიდან ამ საკითხს ხელმძღვანელობენ ხათუნა ზახაშვილი და გვანცა ჭანტურია, „ლუგარის ცენტრის“ მოლეკულური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ჩვენ პარალელურად ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით საინტერესო შტამებს ვიკვლევთ. დღევანდელი მონაცემებით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია „ომიკრონი“ - 95%, კერძოდ, მისი შტამი BA.2 – 75%-მდე. ზოგადი მაჩვენებლით, რასაც ვიკვლევთ ლაბორატორიული შედეგებიდან, დაახლოებით, BA.2-ს ვთვლით, რომ არის 75%-მდე ანუ ქვეყანაში დომინანტია დღეს BA.2“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა