ბორის ჯონსონი - პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა -  რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტს დაუყოვნებლივ დავაწესებთ

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტს დაუყოვნებლივ დავაწესებთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების სამიზნე არა მხოლოდ ლუგანსკსა და დონეცკში მდებარე ორგანიზაციები იქნებიან, არამედ თავად რუსეთშიც. გაერთიანებული სამეფოს პრემიერის განმარტებით, პუტინი, როგორც ჩანს, მიისწრაფის ყოფილ საბჭოთა მეზობლის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ.

"ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის ტრაგედია ის არის, რომ პრეზიდენტი პუტინი გარშემორტყმულია თანამოაზრე მრჩევლებით, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა არ არის სათანადო ქვეყანა და ვფიქრობ, ის აღმოაჩენს, რომ სერიოზულად არასწორად გათვალა", - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, სანქციებს პარლამენტის ქვედა პალატაში დღეს მოგვიანებით წარადგენს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში