გია ვოლსკი - არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრა და ოკუპაცია რეალური გამხდარიყო - ამის თავიდან ასაცილებლად უამრავი გზა გვქონდა

არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრა და ოკუპაცია რეალური გამხდარიყო - ამის თავიდან ასაცილებლად უამრავი გზა გვქონდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში ვოლსკიმ აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე პროცესების 2008 წლის ომის მოვლენებთან მსგავსება და ამ მხრივ პარალელი ბევრია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავებები.

ვოლსკის თქმით, უკრაინისგან განსხვავებით საქართველოს ომის წინა პერიოდში ჰქონდა ფორმატები, რომლის ფარგლებში უცხოელები უკვე შემოსული იყვნენ და “ეს ფორმატები მიხეილ სააკაშვილმა დაშალა, იმოქმედა რა, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით“.

“2008 წლის ომის წინა პერიოდში რუსეთის გავლენის სფეროებში საერთაშორისო შემოჭრა იყო თვალხილული, ხელშესახები და ძალიან მძლავრი. ისეთი პროცესი დაიწყო, რომლის შეჩერება რუსეთს არანაირად არ შეეძლო, თუ არა ის არასწორი გადაწყვეტილებები, როცა მოლაპარაკებების ფორმატები მოისპო. გახსოვთ შეძახილები - "ესკაკა, კაკა“, რაც იმ ფორმატების დამცირებისკენ იყო მიმართული, რაშიც ამერიკელებიც და ევროპელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ეს არის განსხვავება, რაზეც ყურადღების გამახვილება გვმართებს.

უკრაინა გაცილებით უფრო რთულ ვითარებაშია, ვიდრე საქართველო ომის წინა პერიოდში იყო. საქართველოს კონკრეტული ხელშეკრულებები და ვალდებულებები აღებული არ ჰქონდა. პროცესი, რომელიც საერთაშორისო ჩართულობით მიდიოდა, იყო რეალური. მიდიოდა პროცესი, რასაც ჰქონდა კონკრეტული გამოხატულება როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური, პოლიტიკური და უშიშროების თვალსაზრისით. უკრაინა გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან არსებობდა მინსკის ხელშეკრულებები და რუსეთის მთელი პროპაგანდა მათი რეალიზებისკენ იყო მიმართული. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში უცხოელთა ჭაჭანება არ იყო, მაშინ როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობას საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური და სამხედრო მონაწილეობა ჰქონდა - როგორც ეუთოს, ასევე გაეროს ფორმატში. ინტენსიური განხილვები მიდიოდა გაეროს უშიშროების საბჭოში. ჩვენ ეს უპირატესობა გვქონდა, რაც არ ჰქონდა უკრაინას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო