მიხეილ სააკაშვილი - ვისაც ჩემი სიცოცხლის ბედი აღელვებს, მისი გადარჩენა მხოლოდ ამ სისტემიდან გაყვანითაა შესაძლებელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მისი სისტემიდან გაყვანითაა შესაძლებელი.

სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ გზავნილში ნათქვამია, რომ ის ითხოვს მასთან არა მხოლოდ ექიმების შეშვებას, არამედ დაუყოვნებლივ მკურნალობასაც, რომელიც შეიძლება მოხდეს მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დაწესებულების გარეთ.

სააკაშვილის თქმით, მკურნალობა მათ შორის ვერ მოხდება ვერც გორის ჰოსპიტალში.

"მეგობრებო, გაუგებრობა რომ არ იყოს. მე ამ ეტაპზე მხოლოდ იმას კი არ ვითხოვ, რომ ჩემთან ექიმები დაუშვან... ექიმებმა, სამივე კონსილიუმმა და ასევე, ციხის მიერ მოწვეულმა ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ დიაგნოზი უკვე დამისვეს გარდაუვალ ინვალიდიზაციაზე და ამას უნდა დაუყოვნებლივ მკურნალობა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დაწესებულებების გარეთ, მათ შორის, ეს მკურნალობა ვერ მოხდება ვერც გორის ჰოსპიტალში, საიდანაც რუსთავის ციხეში უარეს მდგომარეობაში მყოფი დამაბრუნეს, ვიდრე აქედან გამიყვანეს.

სხვათაშორის, გორის ჰოსპიტლის ფაშისტი დირექტორი, მალხაზ ურთმელიძე, ნამდვილი ჯალათი, გუშინ საღამოს, ჩემი შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, ეგრევე დანიშნეს ციხეების სამედიცინო სამსახურების უფროსად. ამიტომ, ვისაც ჩემი სიცოცხლის ბედი აღელვებს, მისი გადარჩენა მხოლოდ ამ სისტემიდან გაყვანითაა შესაძლებელი", - წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო