პრეზიდენტი - "დეჟა ვუს" შეგრძნება მაქვს - ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა

მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მისთვის "დეჟა ვუს" შეგრძნებას ტოვებს, რადგან საქართველოშიც იგივე მოვლენები განვითარდა 2008 წელს.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე“.

„დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს. განსხვავება რა თქმა უნდა, სცენარებს შორის არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2021, 2022-ში. განსხვავების ელემენტები აშკარაა, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არა მარტო საქართველო, მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპისთვისაა გასაზიარებელი პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე