პრეზიდენტი - ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ შავ ზღვაზე კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ

შავი ზღვა არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც საქართველომ შეიძლება თავისი პოტენციალი გაზარდოს. ამისთვის ყველა ელემენტი გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ შავ ზღვაზე კონფრონტაცია თავიდან აიცილოს.

„ბუნებრივია, შავი ზღვა არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც საქართველომ შეიძლება გაზარდოს თავისი პოტენციალი, ყველა ელემენტი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეს მოხდეს. მაგრამ ეს არის ის ადგილიც, სადაც ნაკლებად გვჭირდება დაძაბულობა. მეტი თანამშრომლობა გვჭირდება იმიტომ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ევროკავშირიდან თუ სხვა, სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. ამ გზით უნდა დავუკავშირდეთ კავკასიის რეგიონი უკრაინას და ევროპას, ამ ზღვების საშუალებით, რომ ღია კარის პოლიტიკით ვისარგებლოთ. ყველა ეს პროექტი, იქნება ეს ტრანზიტი, თუ ენერგეტიკული, დამოკიდებულია მშვიდობიანი და არაკონფრონტაციული პოლიტიკის განხორციელებაზე. ეს იცის რუსეთმაც. უნდა გვაწუხებდეს და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ შავ ზღვაზე კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა