ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია ხობის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფონდ „ქართუს" დაფინანსებით აშენებულ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც ტაძრის კურთხევისთვის მზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიის კურთხევა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"