შემოსავლების სამსახური, დაახლოებით, 11000 გადასახადის გადამხდელს სიახლეს სთავაზობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, დაახლოებით, 11000 გადასახადის გადამხდელს სიახლეს სთავაზობს, რაც გულისხმობს ახალ პროგრამას, რომლის საშუალებითაც 2022 წლის 1-ლი მარტიდან ის მეწარმე სუბიექტები, ვისაც საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარი და მეტი ექნებათ (და ფლობენ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს), სპეციალური წესის სტატუსის გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ ანგარიშ-ფაქტურების გაცემას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი გულისხმობს, რომ მოსარგებლე პირების მიერ, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხა გადახდილია ბიუჯეტში: მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ; ან/და მიმღების (მყიდველის) მიერ მიმწოდებლის (გამყიდველის) სასარგებლოდ.

„აღსანიშნავია, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ პირს არ ეზღუდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხის ჩათვლა.

ასევე, განხორციელებული ცვლილებით, თუ პირს აღარ დაუფიქსიდება საგადასახადო დავალიანება ზემოაღნიშნული ოდენობის ფარგლებში, მას ავტომატურად გამოერთვება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი და კვლავ, აღუდგება ჩვეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების წესი.

აქვე განვმარტავთ, რომ დღგ-ის არაკვალიფიციური სტატუსის მქონე დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებულ პირს და პირს, რომელსაც ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება აქტივობა, სათანადოდ შესწავლის შედეგად, ისინი ავტომატურ რეჟიმში, ერთი წლის ვადით, გადაყვანილი იქნებიან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე.

აღნიშნული ცვლილების შესახებ, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების გაზრდის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქვეყნის მასშტაბით გეგმავს შეხვედრებს, როგორც მეწარმე სუბიექტებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია