სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც ვერ ბედავენ უკრაინაში ჩასვლას დღეს, მორალური უფლება არ აქვთ ვინმეზე რამე თქვან

განსხვავებით „ქართული ოცნებისგან", ჩასული ვიყავით კიევში, სადაც რადას წარმომადგენლებს პირადად განვუცხადეთ ჩვენი მხარდაჭერა და დღემდე სამარცხვინოდ, „ქართული ოცნების" დელეგაცია არ ჩასულა უკრაინაში - იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც ვერ ბედავენ უკრაინაში ჩასვლას დღეს, საერთოდ არ აქვთ მორალური უფლება ვინმეზე რამე თქვან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ოპოზიციამ ევრონესტის შეხვედრებში, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მოეწერა ხელი, მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც სამადაშვილმა განმარტა, სამუშაო შეხვედრებში ოპოზიციის მონაწილეობა შეზღუდული იყო. ამ კონტექსტში სამადაშვილი მიშელის შეთანხმებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ შეთანხმებიდან სწორედ იმიტომ გავიდა, რომ ოპოზიციის როლი მათ შორის, დელეგაციებშიც შესუსტებულიყო.

„ევრონესტი იყო მათ შორის, იმ დელეგაციებს შორის, რომლის ხელმძღვანელობაც მიშელის შეთანხმების თანახმად, უნდა მისცემოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. როცა "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ გადის მიშელის შეთანხმებიდან, მათ შორის, ევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელობა მითვისებული აქვს უმრავლესობის წარმომადგენელს და სწორედ ამიტომ გავიდნენ მათ შორის, მიშელის შეთანხმებიდან, რომ შეესუსტებინათ ოპოზიციის წარმომადგენლობა დელეგაციებში. ამ კონკრეტული დელეგაციის ფარგლებში, იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ერევანში, ფაქტობრივად, ოპოზიციის როლი იყო ცერემონიული და არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციის წარმომადგენლობა ფორმალურ ნაწილში შეხვედრებში, რადგან ეს იყო ბიუროს შეხვედრები და ბიუროში არ ჰყავს ოპოზიციას წარმომადგენელი. ფორმატი იყო იმგვარად განსაზღვრული, რომ ოპოზიციის თანამონაწილეობა შეზღუდული იყო სამუშაო შეხვედრებში, მათ შორის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც გავიდა მიშელის შეთანხმებიდან,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ერევანში გამართულ შეხვედრაში, სადაც უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღეს, სალომე სამადაშვილს და სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

„საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ბიუროს თანათავმჯდომარე გახლავთ და მისი პირადი მონაწილეობით მიღებულ იქნა განცხადება, სადაც მკაფიოდ არის პოზიცია გამოხატული და ამ დელეგაციაში, რომელშიც არიან მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები, ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ისევე როგორც სხვები, რომლებიც დღეს საუბრობენ რეზოლუციაზე და ა.შ. ევროკავშირის ფორმატით გამართულ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არც კი მიიღეს და ამ განცხადებას არც კი შეუერთდნენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა