მამუკა ხაზარაძე - დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, აბსოლუტურად ერთნაირ სიტუაციაში ვართ

დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, აბსოლუტურად ერთნაირ სიტუაციაში ვართ, -ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორ მან აღნიშნა, პარტიის დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის მიზანი სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

„ჩვენი პოზიცია არის მყარი, ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით და უნდა გავიზიაროთ იმ თავისუფალი სამყაროს პოზიცია რუსეთის მიმართ, რომელსაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო აანონსებს. აქ დამალვა ღალატის ტოლფასი და შიშის გამოვლინებაა. აქ დამალვა ბოლომდე დაგვაკარგვინებს თავისუფლებას, რომლის დაკარგვისკენ უკვე წლებია „ქართულ ოცნებას“ მივყავართ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ცივილიზებული სამყარო დგას, დავიჭიროთ ის პოზიცია, რომელიც არის სწორი. ისტორიის სწორ მხარეს უნდა ვიდგეთ“,-განაცხადა ხაზარაძემ.

მისი შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ისეთ დონეზე უნდა განხორციელდეს, სადაც მას სერიოზული ზარალი დაეკისრება.

„თავისუფალმა სამყარომ ახალი წესები უნდა დაამკვიდროს, სწორედ ეს ხდება დღეს გეოპოლიტიკაში, ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია დგება იქ, სადაც თავისუფალ განვითარებას, დემოკრატიას, სუვერენიტეტს ემუქრებიან, იქ მთელი სამყარო ერთად უნდა დადგეს. სწორედ ეს ხდება დღეს უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, ის სანქციები, რომელიც დაიწყო, ალბათ, უფრო მეტად გაღრმავდება და შედეგად იქნება ის, რომ რუსეთი აგრესიას გააჩერებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ომი გარდაუვალია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, თუ უკრაინული მხარე ამას გადაწყვეტს, მზად არიან, 100 უკრაინელ ბავშვს საქართველოში უმასპინძლონ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ეს მხარდაჭერის გამოხატულება იქნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო