პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი მაკა ფერაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს გასული წლის მუშაობის შედეგები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და მავნე პრაქტიკების აღმოფხვრის მიზნით მულტიდისციპლინური მიდგომების გაძლიერების საჭიროებას, რაც ასევე მოიცავს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების გააქტიურებას.

„მხარეებმა განიხილეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (განსაკუთრებით შშმ ქალთა) დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. საუბარი შეეხო მცირეწლოვანი შვილების მშობლებისთვის შრომითი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობის შესაძლებლობებს და სხვა რელევანტურ საკითხებს.

შეხვედრები გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ემსახურება. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ნაბიჯებსა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს