გაეროში აშშ-ს ელჩი - ვლადიმერ პუტინმა ომის მესიჯი გააჟღერა - მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი გარდაცვალების შემთხვევებსა და ნგრევაზე

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ომის მესიჯი გააჟღერა“, როდესაც დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ჩვენ შეკრებილი ვართ საბჭოს სხდომაზე მშვიდობის საძიებლად, პუტინმა ომის მესიჯი გააჟღერა, სრულად უგულებელყო რა ამ საბჭოს წინაშე არსებული ვალდებულებები. ეს უმძიმესი საგანგებო მდგომარეობაა. საბჭო იმუშავებს და ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ ხვალისთვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს ღამით განაცხადა, მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი გარდაცვალების შემთხვევებსა და ნგრევაზე, რომელსაც ეს თავდასხმები მოიტანს. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება