იაგო ხვიჩია - დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვუწოდოთ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვან

უკრაინის დაცვაზე უკრაინელ ხალხთან და უკრაინელ სამხედროებთან ერთად მთავარი პასუხისმგებელი პირი არის დასავლეთი, ცივილიზებული სამყარო, რომელმაც თავის დროზე, აიღო გარანტია უკრაინის უსაფრთხოებაზე, როცა უკრაინიდან ატომური იარაღი რუსეთს გადაეცა,- ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ხვიჩიას თქმით, ქვეყანამ თითოეული ნაბინი დასავლეთთან შეთანხმებითა და კოორდინაციით უნდა გადადგას.

„მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ და რაღაცნაირად ვიყოთ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მათთან ერთად უნდა ვიმოძრაოთ. სანქციების ამბავი იქნება თუ სხვა რამე, დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, რა საშუალებაც გვექნება, დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვუწოდოთ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვან. მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი პოზიცია გასაგები იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ დასავლეთი ვალდებულია უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვას. ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის, შემდეგი ხაზი სად გავა, ეს ზუსტად არავინ იცის, საქართველოზე, ბალტიისპირეთზე თუ სხვაგან,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს