ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი შესაძლოა არ ჩატარდეს

უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი შესაძლოა არ ჩატარდეს.

"ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

27 თებერვალს, 18.00 საათზე, „დინამო არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რაგბიში საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაა დაგეგმილი.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?