ბათუ ქუთელია - პუტინის რეჟიმის დასასრული ამ აგრესიით დაიწყო

პუტინის რეჟიმის დასასრული ამ აგრესიით დაიწყო, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბათუ ქუთელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან რუსეთის აგრესიის გამო უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ეს ომი პუტინის რეჟიმს დაასამარებს.

„დღეს რუსეთმა ღია ომი გამოუცხადა ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს თავისუფალ არჩევანს, თუ როგორ გვინდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები, როგორი სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ. ამაზე ერთადერთი პასუხი არის დასავლური სამყაროს სოლიდარობა და ერთიანობა. დღეს არ არსებობს ნაცრისფერი შუა, დღეს არის შავი და თეთრი. ამიტომ, ყველა ჩვენგანის ვალია დავდგეთ იქ, სადაც სინათლეა იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული არჩევანი. დღეს ჩვენს თვალწინ იწერება ისტორია, ისტორია იმისა, თუ როგორი იქნება მსოფლიო. დარწმუნებული ვართ, თუ ერთად დავდგებით ნათელი გაიმარჯვებს ბნელზე, პუტინი და რუსეთი დამარცხდება. პუტინის რეჟიმის დასასრული ამ აგრესიით დაიწყო. ეს აგრესია გახდება სწორედ ის, რაც დაასამარებს იმ აგრესიულ რეჟიმს, რომელმაც ბოლო საუკუნის განმავლობაში ამდენი უბედურება მოიტანა, მათ შორის საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია რუსეთის აგრესიის. შესაბამისად, ყველა ჩვენგანის ვალია დავდგეთ ერთად და გამოვხატოთ სოლიდარობა", - განაცხადა ქუთელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო