საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის გარეშე გრძელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის გარეშე გრძელდება.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სააკაშვილს ჰკითხა, დარჩებოდა თუ არა ის საქმის არსებით განხილვაზე.

"პიროვნულად გცემთ პატივს, მაგრამ თქვენ იცით, რომ თქვენ სასამართლოს საერთოდ არ ვაღიარებ", - განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გავიდა.

ამ წუთებში, სასამართლოში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. მათგან ნაწილი გამომძიებელია, ნაწილი კი, ის პოლიციელი, რომელმაც სააკაშვილი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო