მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად - დარწმუნებული ვარ ეს იქნება ეროვნული კონსოლიდაციის რეალური და თვალსაჩინო დასაწყისი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ახლა პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად დგომის დროა.

„უკრაინის გამარჯვება - საქართველოს გამარჯვებაა! დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ეროვნული ერთიანობა, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად დგომის დროა. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ის უკვე მოხდა საქართველოში 2008 წელს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო აგრესია. დღეს ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს სრული სიმტკიცე, ერთიანობა და უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. დარწმუნებული ვარ ეს იქნება ეროვნული კონსოლიდაციის რეალური და თვალსაჩინო დასაწყისი“, - წერს ხაზარაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო