ალეკო ელისაშვილი - მთელი მსოფლიო ცდილობდა 21-ე საუკუნის თემურ ლენგი გაეჩერებინა - პუტინს მუშტი ცხვირში რომ მოხვდება, მხოლოდ ეს ესმის, კარგი იქნება თუ ეს უკრაინული მუშტი იქნება

მთელი მსოფლიო ცდილობდა 21-ე საუკუნის თემურ ლენგი გაეჩერებინა - პუტინს მუშტი ცხვირში რომ მოხვდება, მხოლოდ ეს ესმის. კარგი იქნება თუ ეს უკრაინული მუშტი იქნება, ყველაფერი დანარჩენი ამაოა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, უკრაინისთვის პირველი კვირა ყველაზე რთული იქნება. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაძლონ და სიმტკიცე გამოავლინონ.

"ვერავინ შესძლო პუტინის ვერც დარწმუნება, ვერც გადარწმუნება, ვერც გაჩერება. ერთადერთი რამ, რაც რუსებს ესმით, ეს არის ბევრი განადგურებული რუსული თვითმფრინავი, ბევრი განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა და უკრაინის ტერიტორიაზე დახოცილი ბევრი რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი. რუსეთს მარტო ეს ესმის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვუსურვებ სწორედ ეს გაეკეთებინოს", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს უკრაინის მიმართ აბსოლუტურად სოლიდარული.

"სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები ძალიან მწირია. ჩვენც ოკუპირებული ქვეყანა ვართ და რუსები აქ დგანან, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი ცალი ტყვიის გაგზავნა თუ შეგვიძლია ან თუ საჭიროა ერთი განცხადება, არ უნდა დავზარდეთ. ახლა არის სიმტკიცის და აბსოლუტური სოლიდარობის დრო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო