მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი განმარტავს, რა შემთხვევაშია სასჯელის გადავადება შესაძლებელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია სასჯელის გადავადება შესაძლებელი.

როგორც ვეფხვაძე განმარტავს, სასჯელის გადავადების დროს, საქმეზე სამართალწარმოების პროცესი დასრულებული უნდა იყოს, სააკაშვილს კი მიმდინარე საქმეები აქვს.

„ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მას სურს სასჯელი გადაუვადდეს. აქვე განვმარტავ, როცა აღნიშნული საკითხი წყდება, სამართალწარმოების პროცესი უნდა იყოს დასრულებული, ჩვენ საქმეზე სამართალწარმოება მიმდინარეობს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი განმარტებით, დაცვის შეფასებაა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ოფიციალურმა უწყებებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც თავად სააკაშვილმა ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ ძებნილ, მსჯავრდებულ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ის კანონდარღვევით შემოვიდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია ბევრად ადრე ჰქონდათ და აღნიშნულის კონტროლი გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში იყვნენ",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია