გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთი აგრესორია, ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ან უმოქმედობისკენ მოგვიწოდებს, არის ან ბრიყვი ან ნაძირალა, ან ორივე ერთად

ეს მთავრობა, რომელიც დღეს სამარცხვინოდ ცდილობს, რომ შიშზე დაამყნოს თავისი ძალაუფლება, არის ნაწილი ამ ჩვენი სირცხვილის, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ვლადიმერ პუტინის აგრესიის სამიზნე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაა.

„თავის დროზე, პრეზიდენტმა რეიგანმა ბოროტების იმპერია უწოდა საბჭოთა კავშირს და დღევანდელი პუტინის რუსეთი არის ლეგიტიმური მემკვიდრე - ესეც არის ბოროტების იმპერია, რომელიც ყველგან ებრძვის თავისუფლებას, ებრძვის თავისუფალ სამყაროს, ახლა ცდილობს, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და მათი სამიზნე ვართ ჩვენც, ისე, როგორც მთელი თავისუფალი სამყარო.

ყველა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება და უფლება, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ - ეს არის პუტინის აგრესიის სამიზნე აქ. ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ან უმოქმედობისკენ მოგვიწოდებს, არის ან ბრიყვი ან ნაძირალა, ან ორივე ერთად. ეს ხალხი ჩვენ უნდა ვამხილოთ. ეს მთავრობა, რომელიც დღეს სამარცხვინოდ ცდილობს, რომ შიშზე დაამყნოს თავისი ძალაუფლება, არის ნაწილი ამ ჩვენი სირცხვილის, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ, თუ გვინდა, რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან და ვიყოთ თავისუფალი, ნორმალური, დაცული ქვეყანა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში