ბექა ლილუაშვილი - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, პირველ ეტაპზე, რიგგარეშე სხდომა იყოს დახურულ ფორმატში, რომ დისკუსია იყოს მაქსიმალურად საქმიანი, პოპულიზმისგან დაცლილი და შედეგებზე ორიენტირებული

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, პირველ ეტაპზე, რიგგარეშე სხდომა იყოს დახურულ ფორმატში, რომ დისკუსია იყოს მაქსიმალურად საქმიანი, პოპულიზმისგან დაცლილი და შედეგებზე ორიენტირებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი მოაწერეს, თუმცა, მნიშვნელოვნად თვლიან, სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართოს.

ლილუაშვილი განმარტავს, რომ პოლიტიკოსებმა პარტიული ინტერესები გვერდით უნდა გადადონ.

"რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის იმ აგრესიის გაგრძელება, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განახორციელა, ის დღეს აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს არის უმძიმესი გეოპოლიტიკური მოცემულობა. საერთაშორისო საზოგადოების სრული კონსოლიდაციაა საჭირო იმისთვის, რომ ყველანაირი საშუალებები დაუპირისპირონ ამ გამოწვევას და სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია მოხდეს. ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის თითოეულმა წარმომადგენელმა გვერდზე გადადოს პოლიტიკური ინტერესები და მოხდეს საზოგადოების სრული კონსოლიდაცია, მათ შორის, გაიმართოს სერიოზული დისკუსიები ხელისუფლებასთან ოპოზიციის ჩართულობით იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ სხვადახვა რისკების თავიდან ასაცილებლად. უკრაინის კონტექსტი რა თქმა უნდა, პირდაპირ განსაზღვრავს საქართველოს მომავალი განვითარების გზასაც. ეს დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევუერთდით ასევე მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ პირველ ეტაპზე სხდომა იყოს დახურულ ფორმატში, რომ დისკუსია იყოს მაქსიმალურად საქმიანი, პოპულიზმისგან დაცლილი და შედეგებზე ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ სხდომა იყოს დახურული", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს