ბექა დავითულიანი - ვერ ვხედავ, რა ქმედით შედეგს მოიტანს რიგგარეშე სხდომის მოწვევა

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარებას თავისი წესი აქვს და ეს წესი ხვალინდელი რიგგარეშე სხდომით ვერ აღსრულდება, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, ახლა პოლიტიკური ქულების ჩაწერისა და ემოციების დრო არ არის.

"პარლამენტის რიგგარეშე სხდომა შეიძლება შედგეს, მაგრამ არ მგონია, ამით რაიმე ქმედითი ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას. ვერ ვხედავ, რა ქმედით შედეგს მოიტანს რიგგარეშე სხდომის მოწვევა - ჩემთვის სულ ერთია ასეთი მოწვევა მოხდება თუ არა, რადგან ვერ ვხედავ, რომ ამით უკრაინელებს რაიმეთი ხელს შევუწყობთ. გუშინდელი დღიდან ჩვენს რეგიონში და სამწუხაროდ ევროპის კონტინენტზე არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაშიც ძალიან ცოტა ქმედითი ბერკეტი აქვს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს. მეტიც, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ის ქმედებები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხორციელდება, ომის შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, ის რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან, იმუშაოს ფრთხილად რისკების მაქსიმალური დაზღვევით იმისთვის, რომ რითიც შეგვიძლია ჰუმანიტარული თვალსაზრისით უკრაინას დაეხმაროს. დღეს ისეთი ვითარებაა, როცა ზედმეტი ემოციების გამოხატვა არავის არ აწყობს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო