რატი იონათამიშვილი - რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს - „ნაციონალური მოძრაობით"

რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს - „ნაციონალური მოძრაობით" - იმ პარტიასთან ერთად, რომლის მიზანი სინამდვილეში არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ ამ თემის სპეკულაციური გზით გამოყენებაა, რა თქმა უნდა, მსჯელობის აზრს ვერ ვხედავთ, - ასე უპასუხა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლის თაობაზე დასმულ კითხვას უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

აქვე იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უკრაინის საკითხზე არც პარლამენტის რეზოლუციას დაუჭირა მხარი და არც ევრონესტის ბიუროს მიერ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

"რუსეთმა ერთი საუკუნის წინ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. დღეს ის უკრაინის ოკუპაციას ახდენს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი ქვეყნის ოკუპაციაც კი თავისუფალი სამყაროს ოკუპაციას ნიშნავს. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის უნდა აიძულოს დაიხიოს უკან და უკრაინის ოკუპაციაზე თქვას უარი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო