ბრალდებული გიორგი კავილაძე - აკო ჭელიძემ მითხრა, რომ ნიკა კვარაცხელიას შეუთვალა, მის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისაგან თავი შეეკავებინა, თუმცა კვარაცხელიამ ეს არ გაითვალისწინა და ამიტომ, მისი პირადად ნახვა სურდა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძის ინფორმაციით, მკვლელობაში მეორე ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 15 სექტემბერს უთხრა, რომ ნიკა კვარაცხელიას შეუთვალა მის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისაგან თავი შეეკავებინა, თუმცა კვარაცხელიამ ეს არ გაითვალისწინა, რის გამოც მისი პირადად ნახვა სურდა.

როგორც გიორგი კავილაძემ სასამართლოს პროცესზე დაკითხვის დროს განაცხადა, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, აკო ჭელიძე გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც 10-მდე გასროლის ხმა გაიგო და სარკიდან დაინახა, რომ აკო ჭელიძე მანქანისკენ გამორბოდა, რომელმაც უთხრა, რომ კვარაცხელია დაჭრა.

„15 სექტემბერს დილით დავურეკე აკო ჭელიძეს, 10-11 საათი იქნებოდა, გამოვედი ჩემი კუთვნილი ავტომობილით. მითხრა, სადაც გუშინ დამტოვე იქ გამომიარეო, გავუარე აბაშიძის ქუჩაზე. ტელეფონში მითხრა რაღაც საქმეები მაქვს, ალბათ, ვერ გამოგყვებიო, გამოგივლი და დავილაპარაკოთო. მითხრა, რომ ადამიანი ჰყავდა სანახავი და უნდა დალაპარაკებოდა, ეს ადამიანი იყო ნიკოლოზ კვარაცხელია, მითხრა, რომ 2 კვირის წინ შეუთვალა რაღაც, რაც არ გაითვალისწინა, გამომდინარე აქედან პირადად უნდა ენახა. ეს ეხებოდა გოგოს და გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალე, რომ თავი შეეკავებინა მასთან კომუნიკაციისაგან, რაც არ გაითვალისწინაო, საუბარია ალეკოს მეგობარ გოგონაზე.

მანამდე ეს შეთვლა მოხდა კონკრეტული ადამიანის პირით, თუმცა ვინ იყო ეს ადამიანი, არ ვიცი. მითხრა, რომ დავურეკო არ შემხვდება და თავს შეიკავებს შეხვედრიდან, ამიტომ შემთხვევით ქუჩაში თუ გადავეყრებიო.

შევთავაზე ალეკოს, რომ გავყვებოდი მის საქმეზე, რის შემდეგაც გამომყვებოდა ბორჯომში, ჩემს საქმიანობაზე. გადავჯექი ნაქირავებ მანქანაში და დავითანხმე, რომ ჯერ გავყვებოდი, რის შემდეგაც წავიდოდით ჩემს საქმეზე. მითხრა საცხოვრებელი სახლი და ქუჩა მიახლოებით ვიციო, რის შემდეგაც წავედით ანჯაფარიძის ქუჩის მახლობლად. მითხრა, რომ ჰყავდა ,,რეინჯ როვერი”.

200 მეტრი იყო ჩვენს მანქანებს შორის დაშორება, მივუახლოვდით მანქანას და მითხრა გამეჩერებინა. გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც გავიგე 10-მდე გასროლის ხმა, საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენთან შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ეს ხმები, სარკიდან დავინახე, რომ მანქანისკენ გამორბოდა. მითხრა, ჩქარა წადი აქედანო, აკანკალებული ხმით მელაპარაკებოდა. რაღაც პერიოდი უნარიც არ ჰქონდა ეპასუხა რა მოხდა, ბოლოს მითხრა დავჭერიო”, - აღნიშნა გიორგი კავილაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს