სასამართლომ გიგი უგულავა აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო

ოპოზიციონერი ლიდერი, ბრალდებული გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იქნა უდანაშაულოდ ცნობილი.

კოჭლამაზაშვილის განმარტებით, ორივე მხარემ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის დაწყების ეტაპზე, ეს გონივრულია, რადგან ძალადობის საკითხში კონფლიქტის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დადგინდეს, კონკრეტული პირი თავდასხმის პოზიციაში იყო თუ თავდაცვის. მოსამართლის თქმით, კონფლიქტის არსებობას ორივე მხარე ადასტურებს და ფიზიკური დაპირისპირებისას ურთიერთდარტყმებსაც ორივე მხარე ადასტურებს.

კოჭლამაზაშვილის განმარტებით, დამატებითი მტკიცებულებები სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა, ბრალდების მხარემ საპატრულო პირების წარმოდგენა მოახდინა, რომლებიც დაწყებული კონფლიქტის დროს მივიდნენ და მათ კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მისი თქმით, რომელი მხარის ვერსიაა სწორი, სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება, რაც არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, მოსამართლემ გადაწყვეტილება უგულავას სასარგებლოდ გამოაცხადა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია