ლევან დავითაშვილი - როდესაც ხორბლის მოწოდება ხდება რუსეთიდან, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ალტერნატივა არ აქვს, საუბარია იმაზე, რომ უფრო სარფიანად შევიძინოთ - ქვეყანაში არ იქნება ხორბლისა და ფქვილის მოწოდების პრობლემა

დღეს საქართველოში არ იქნება ხორბლისა და ფქვილის მოწოდების პრობლემა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამით ლევან დავითაშვილმა უპასუხა წამყვანის კითხვას, მაშინ, როცა უკრაინა და რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები არიან და უკრაინამ 10 კატეგორიის სურსათის ექსპორტი აკრძალა. ხოლო რუსული ხორბლით და ფქვილით ხდება საქართველოს უზრუნველყოფა, აქვს თუ არა მოსახლეობას საფუძველი იფიქროს, რომ დღეს თუ არის დახლზე პროდუქცია, ხვალ შესაძლოა, პრობლემა შეიქმნას.

ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს ალტერნატივები აქვს, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ყაზახეთი.

„დღეს საქართველოში არ იქნება ხორბლისა და ფქვილის მოწოდების პრობლემა, პირიქით, საუბარია, რომ საექსპორტო გადასახადი, რომელიც ხორბალს ზღუდავდა, მოიხსნას და უფრო კარგ პირობებში შეიძინოს საქართველომ, უფრო იაფად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევიძინოთ იაფად, თორემ ხორბლის მოწოდება როდესაც ხდება რუსეთიდან, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ალტერნატივა არ აქვს. ალტერნატივა უამრავია ხორბლის მიღების, ეს არის მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, უფრო შორეული პარტნიორები სამხრეთ ნახევარსფეროში ან ძალიან ახლოს ჩვენი მეზობელი ყაზახეთი. საუბარია იმაზე, რომ უფრო იაფად, უფრო სარფიანად შევიძინოთ, რომ მოსახლეობისთვის არ იყოს წნეხი, პური და ფქვილი უფრო იაფი ღირდეს",- განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, საქართველო გააგრძელებს თუ არა რუსეთიდან ხორბლისა და ნავთობპროდუქტების შეძენას, დავითაშვილმა უპასუხა, რომ საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებით, რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, ენერგომატარებლები და აგრო-სასურსათო პროდუქტები არ არის სანქცირებული.

"არც ნავთობპროდუქტები, არც ენერგომატარებლები და არც აგრო-სასურსათო პროდუქტები არ არის სანქცირებული, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილება. ინდივიდუალურად რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მიიღო რუსულ ნავთობს და ენერგომატარებლებს არ მიიღებს, თუმცა ამერიკის დამოკიდებულება საკმაოდ მცირეა, ფაქტობრივად მინიმალური და მას საკმაოდ ბევრი ალტერნატივა გააჩნია. ძალიან ბევრი ევროკავშირის ქვეყანა დღეს იღებს ენერგომატარებლებს რუსეთიდან. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სანქციებზე ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს იმ შესაძლებლობიდან, რაც აქვს. თითოეული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობიანი უნდა იყოს და ევროპული ქვეყნებიც ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედებენ. შეიძლება გვინდოდეს, რომ უფრო ეფექტიანი იყოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, შეზღუდვა თუ სანქცია, მაგრამ ამავე დროს ყველაფრის საშუალება არ ეძლევა ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, გამომდინარე რეალობიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა