ოთარ შამუგია - ჩვენ გარკვეულწილად რძის ნაწარმის იმპორტზე ვართ დამოკიდებული,  ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ  სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი განვახორციელოთ

დღეს ჩვენ გარკვეულწილად რძის ნაწარმის იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი განვახორციელოთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით რძის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების მიმართ მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

მინისტრის თქმით, რუსეთთან ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტთან დაკავშირებით უწყებას კომუნიკაცია ორი წლის წინ ჰქონდა და პასუხი რამდენიმე დღის წინ მოვიდა.

„მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენ ფერმერებს, მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები კონკრეტულ რიცხვებში აისახება. ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით, ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, ძალიან აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ. ახლა ჩვენი ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შესაბამისი კომუნიკაციისთვის და მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად ამერიკაში იმყოფებიან. ამ მიმართულებებით ხელშესახები და კონკრეტული შედეგები გვაქვს.

იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებითაც. პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტული ბაზარი არის ევროკავშირი. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე ჩვენი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესატანად. გვაქვს პირველი შედეგიც. თაფლის ექსპორტის კუთხით, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი 9-ჯერ გაიზარდა. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის ევრაზიის კავშირის წევრ ქვეყნებში შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეწარმეების თხოვნიდან გამომდინარე, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა. რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ორი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი, ჩვენ მოვისმინეთ მეწარმეების კომენტარებიც. დღეს ჩვენ გარკვეულწილად რძის ნაწარმის იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი განვახორციელოთ. აქედან გამომდინარე, არ მგონია, საკითხი აქტუალური იყოს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია