შალვა პაპუაშვილი - 19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს, ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს და ამასთან, მას ევროკავშირში ინტეგრაციასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ოპოზიცია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შარ მიშელის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასოცირების შეთანხმება არსებობს, სადაც ყველა საკითხი, მათ შორის სასამართლო რეფორმაა გაწერილი.

„პირველი - 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. მეორე -19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ეს იყო შეთანხმება საქართველოში მოღვაწე პარტიებს შორის და არა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ახლა ხმამაღლა საუბრობს. მაგალითად ესაა „ლელო“ -მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დეპუტატის მანდატი თავად დატოვა. ასე მოხდა „გირჩის“ შემთხვევაშიც - ზურაბ ჯაფარიძემ თავად დატოვა პარლამენტი. ერთ-ერთი და ლამის ერთადერთი ვალდებულება, რაც ოპოზიციას ჰქონდა, პარლამენტში შემოსვლა და მუშაობა იყო. ამ ხელშეკრულების ანულირება მოახდინა ყველამ - აღარ ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ამ შეთანხმების რეანიმაცია შეუძლებელია.

ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ ჰქონია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არსებობს ასოცირების შეთანხმება, სადაც ყველა საკითხია, მათ შორის ის, რაც სასამართლოს შეეხება. სწორედ ასოცირების შეთანხმება არის ის ძირითადი პლატფორმა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ჩარჩოა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ყველა საპარლამენტო ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ მოსაზრებას მოამზადებს და საჭირო რეფორმების შესახებ მსჯელობა ამის შემდეგ დაიწყება.

„სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა განხორციელდა. ახლა შექმნილია სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომლის ფარგლებშიც გვქონდა შეთანხმება, რომ თებერვლის ბოლოსთვის ყველა ფრაქციასა და თუ პოლიტიკურ ჯგუფს უნდა წარმოედგინა მოსაზრებები. იმისთვის, რომ ვისაუბროთ, რა უნდა გაკეთდეს სასამართლოში, უნდა შევთანხმდეთ, რა გაკეთდა და სად ვართ. გვესმის ბევრი რამ, რაც აღქმებზეა დამყარებული, ბევრი ბრალდება, რაც არჩევნებთან დაკავშირებითაც გვესმოდა და არ დადასტურდა. ამიტომ მნიშვნელოვანია შედგეს გულღია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა გაკეთდა და სად ვართ, რა გამოწვევები გვაქვს. როდესაც გამოწვევებზე ვისაუბრებთ, შემდეგ ვთქვათ, რა უნდა გაკეთდეს. გვინდოდა, რომ ყველაფერი ეს წარმოდგენილი ყოფილიყო 28 თებერვლისთვის. მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გვქონდა ოპოზიციასთან და ორი კვირით გადავწიეთ. ამიტომ ველით, რომ პოლიტიკური ჯგუფები და ფრაქციები წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს. საჭიროა, ყველაფერი არგუმენტირებული იყოს და სწორედ ამ არგუმენტების საფუძველზე, გამოწვევებს ვუპასუხოთ რეფორმით და არა წარმოსახვით, ქიმერულ გამოწვევებს. ვიცი, რომ რამდენიმე ჯგუფს საკუთარი მოსაზრებები მზად აქვს, წარმოადგენენ, ყველა გაეცნობა, გვექნება საუბარი და ეს გამჭვირვალე პროცესი იქნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება