17 მარტს დისკუსია „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში" გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, გაეროს განვითარების პროგრამასა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 17 მარტს, 17:00 საათზე საჯარო დისკუსიას თემაზე „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში“ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად, პლატფორმა „ზუმის“ საშუალებით.

„ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მიზნად ისახავს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) თანამშრომლობით 17 მარტს, 17:00 საათზე გეგმავს ჰიბრიდულ საჯარო დისკუსიას თემაზე „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში“.

დისკუსიაზე გაგაცნობთ შთამაგონებელ ქალებს, რომლებმაც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიღწევებით დემოკრატიის მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მომხსენებლები სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ, ისაუბრებენ კარიერულ გზასა და გამოწვევებზე, რომლებსაც საქმიანობაში წააწყდნენ.

საჯარო დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა "ზუმის" საშუალებით.

ლექციაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://tinyurl.com/3wwscdfb“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, პირველი პანელის მომხსენებლები იქნებია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში სოფი ვესტერბერგი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონ დიპირო,

მეორე პანელის მომხსენებლები კი იქნებიან: საქართველოს პარლამენტის წევრი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი თეონა აქუბარდია, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი,

მოდერატორი: ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი მარი დევიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა