ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი

დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი, ძალიან გთხოვთ, - მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

ვლადიმერ ბოჟაძემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინის სახელმწიფოს, ხალხს სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე სრულად უჭერს მხარს უკრაინას, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ომის დაწყებიდან, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო რუსეთთან ღია კონფრონტაციაში როგორმე ჩაერთოს.

„სანქციების დაწესებას ითხოვს პოლიტიკური პარტია, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თავად დაუწესა „სანქციები“ რუსეთს. ვგულისხმობ უვიზო რეჟიმს, რომლის გაუქმებისკენ ახლა თავად მოგვიწოდებენ. შევახსენებ მათ, რომ 2012 წლის 9 აპრილს მიხეილ სააკაშვილი პირადად მივიდა ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეებს იმისათვის, რომ ისინი ქვეყანაში შემოდიოდნენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა და სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადასცა რუსეთს არაერთი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი. მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რომ ის „მზად არის დაეხმაროს რუს მეგობრებს პოლიციის რეფორმაში“. თავად ვანო მერაბიშვილი აღიარებდა, რომ თქვენ ღია იყავით რუსი ტურისტებისთვის, ბიზნესებისთვის, ინვესტიციებისთვის, რომლის 80% სახელმწიფო კაპიტალი, ანუ უშუალოდ რუსეთის ხელმძღვანელობის კონტროლირებადი ფინანსები და რესურსები იყო და ცნობილ პერიფრაზს იშველიებდა, რომ ფულს თურმე სუნი არა აქვს და ნებისმიერი ინვესტიცია და კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი, მათ შორის რუსული“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის პრობლემა არავის აქვს და ბოლო ათი წელი როგორ მთავრდება ეს ბრძოლა ყველა დონის არჩევნებში ჩანს.

„თქვენ ძირს უთხრით სახელმწიფოს და პირდაპირ მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევით. დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი, ძალიან გთხოვთ. მშვიდობა და წარმატებები უკრაინას და მშვიდობა და წარმატებები საქართველოს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა