ოთარ შამუგია - დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან - შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია - ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ადასტურებს, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქციაზეა საუბარი.

როგორც შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მთავრობის პოლიტიკა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ არის მხარდაჭერილი.

კითხვაზე: აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან ხილი და ბოსტნეული რუსეთში გადის? მინისტრმა უპასუხა: „არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიცი თუმცა დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან - შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია - ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის“.

„ჩვენი პოლიტიკაა, რომ დღევანდელ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ვეცადოთ ავირიდოთ დიდი ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამ საკითხებთან მიმართებაში, არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი“, - განაცხადა შამუგიამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც ქართული პროდუქცია იმპორტზე გადის, ყოველწლიურად მზარდია.

„ღვინის ექსპორტში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა - პირველი ორი თვის განმავლობაში 40%-ზე მეტი. ასევე არის სხვა პროდუქტებზეც. მთლიანობაში ექსპორტის მონაცემები სოფლის მეურნეობის პროდუქციის არის მზარდი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის თხილი და სხვა კულტურები. ეს ძალიან კარგია და რეალურად ასახავს იმას, რომ ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის და ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის, ამ პოლიტიკას კონკრეტული შედეგები მოაქვს და ასახულია იმ საექსპორტო ზრდაში, რაც აგრარული პროდუქციის მიმართულებით გვაქვს ბოლო წლების გამავლობაში. შარშან მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა - მთლიანობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი ზრდა გვქონდა აგრარული პროდუქციის ექსპორტთან მიმართებაში. იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც პროდუქცია გადის, ყოველწლიურად მზარდია. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურია და მაქსიმალურად ვეხმარებით ფერმერებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა შამუგიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება